ფშავის თემები, მათი საერთო (ცენტრალური) და სათემო სალოცავები

 

ფშავის ცენტრალური ხატები ხატის საბრძანისი ადგილი
1. ლაშარი, ლაშარისჯვრის წმინდა გიორგი ლაშარის გორი (ხმელგორი)
2. კვირია, კვირაცხოველი საკვირაო (თამარღელესკენ მიმავალ გზაზე)
3. ღელე (თამარის სალოცავი) თამარ ღელე (ლაშარის გორის მიპარდაპირე მთა)
4. დამასტურის  წმინდა გიორგი დამასტური (მათურხევთნ)

 

თემი თემის ფუძე
სოფელი
სათემო
სალოცავი
ხატის საბრძანისი
ადგილი
1. უძილაურთა უძილაურთა კოპალა ციხეგორი
2. ქისტაურთა შუაფხო იახსარი შუაფხო (ავისგორი)
3. გოგოჭურთა
(ცაბაურების)
ცაბაურთა ცაბაურთის
მთავარანგელოზი
ცაბაურთის მთაწმინდა
4. გოგოლაურთა გოგოლაურთა გოგოლაურთის
წმინდა გიორგი
გოგოლაურთა
(ქმოდის გორი)
5. წოწკოლაურთა მუქო მოხანდრე ღვთისშობელი მუქო
6. ზურაბაულთა მათურა მათურის მთავარანგელოზი მათურა
7. გაბიდაურთა ხოშარა სათხუთმეტო ძელის
ანგელოზი
ხოშარა
8. ჭიჩოელთა ჭოჩო პირცეცხლის ხატი ჭიჩო
9. გოდერძაულთა ახადი პირქუშის ხატი ახადი
10. წითელაურთა წითელაურთა კოტიას წმინდა გიორგი წითელაურთა
(კოტიას მთა)
11. უკანაფშაველთა უკანაფშავი გიორგი წყაროსთაული უკანაფშავი
(წყაროსთავი)
12. ხახაბოელთა ხახაბო ხახაბოს წმინდა გიორგი ხახაბო

 

 

 

ფშავში 12 თემია და თითოეულ თემს თავისი სალოცავი – ხატი ჰყავს. ეს სალოცავებია: იახსარი (ქისტაურთა თემი),  კოპალა (უძილაურთა თემი ), მთავარანგელოზი (გოგოჭურთა თემი),  მთავარანგელოზი (ზურაბაულთა თემი),   მთავარმოწამე (გოგოლაურთა თემი), მოხარნადე  (წოწკურაულთა თემი),  ძელის ანგელოზი (გაბიდაურთა თემი),  პირცეცხლი (ჭიჩოელთა თემი),  პირქუში (გოდერძაულთა თემი),  კოტიას წმინდა გიორგი (წითელაურთა თემი),   წყაროსთაველი (უკანაფშაველთა თემი ),  მათურის თემი (მთავარაგგელოზი). თორმეტივე თემისთვის საერთო სალოცავს წარმოადგენს ლაშარის ჯვარი  და ღელე (თამარის სალოცავი).

ფშავში ხატი ღვთიშვილთან არის გაიგივებული. მათ ღვთისაგან საყმო აქვთ ნაბოძები. ისინი ოდესღაც "ხორციელნი" იყვნენ და აღსასრულის შემდეგ ანგელოზებად იქცნენ.  ხორციელობის ჟამს ისინი ფშავში ცხოვრობდნენ და ადამიანთა მტრებს – დევ–კერპებს – ებრძოდნენ (მაგ. კოპალა, იახსარი, პირქუში). სწორედ ამის გამო  უქცევია ღმერთს ისინი "სულიწმინდებად" და საბრანისად ფშავის ხევი უჩუქებია. ამიტომ დღეს ფშავლები თავს ამ სულიწმინდადქცეული ხატების ყმებად მიიჩნებს თავს.

ყველა ეს ხატი ემორჩილებიან და ლოცულობენ  კვირიას და მის თანაშემწენი არიან.  ხატს ასევე ჰყავს  თავიანთი მსახურნი – "მხავანნი" ანუ დობილები. მხავანნი სჯიან ხატის ურჩ ყმებს, ამიტომ მათთვის პატიების სათხოვნელად ფშაველი დედაკაცები "სადობილოს" აცხობენ.

ყველა ხატს თავისი საბრძანისი ადგილი აქვს ანუ ადგილი, სადაც ღამით ხატის ანგელოზი ნათელ სვეტად ეშვება. ხატის საბრძანისი წმინდა და შეუვალ ადგილს წარმოადგნს, რომელიც, როგორც წესი, მუხისა და იფნის ხეებით არის გარშემორტყმული. ხელშეუხებელია ხატის ეს ხეივანიც.

ხატის საბრძანისი და მისი ნაგებობები (დარბაზი, საზარე, სასანთლე) ფშავში ყველგან ერთნაირად არის წარმოდგენილი. ხატის ადგილი ჩვეულებრივ ღობე–ყორით არის შემოსაზღვრული. მისავალში ფიქალი ქვებისაგან აშენებულია პატარა სასანთლე. შორიახლოს აშენებულია ასევე საზარე, რომელშიც ერთი ნა რამდენიმე სხვადასვა ზომის ზარია დაკიდებული. იგი წარმოადგენს ოთხსვეტიან ნაგებობას. ძველი საზარეები პირამიდული ფორმის სიპი ქვებითაა  გადახურული, რომელსაც ზედ აყუდია ფილთაქვის ფორმის შირიმის ქვა. შედარებით ახალ საზარეებს (რესტავრირებულებს) თუნუქის სახურავი აქვს, და ხშირად ჯვარიც უკეთია.

ხატის შუა მოედანზე ხატის "ნიშ–საბრძანისია" განთავსებული. ნიში ქვის ფილისაგან (სიპი ქვისაგან) არის  მშრალად აგებული. ფორმით ოთხუთხაა და წინ პატარა თახჩა აქვს გამოჭრილი. მისი სახურავი ასევე პირამიდული ფორმისაა. იქვეა ხატის "მკვრივი" ანუ ხატის საგანძურის სამალავი. მკვრივი ოთხივე მხრივ შეკრულია (პირამიდული ფორმის ნაგებობა ფართით 2x2 მ), ნაგებია მკვიდრად და შეუვალია. სამალავის ახდა დაუშვებელია და თუ ვინმე ამას ჩაიდენს, მკაცრადაც ისჯება სიკვდილით ან ჭკვაზე გადაცდომით (ამის მაგალითები არა ერთია).

ხატის ნაგებობების კომპლექსში შედის ასევე ხატის ბეღელი, რომელიც ერთკარიანი პატარა ოთახს წარმოადგენს. ამ ბეღელში ინახება ხატის მამულებიდან აღებული ჭირ–ნახული. ზოგიერთ ხატში ბეღელთან ერთად არის "სახარბაკე", სადაც ათავსებდნენ ხატისათვის შეწირულ ხარ–კურატებს. სახარბაკე ფორმით ბოსლის ტიპის გაგებობაა.

ყველა ხატში ასევე აგებულია "სალუდე". იგი წარმოადგენს მიწურ გრძელ ოთახს, რომელშიც მოთავსებულია სალუდე (ალაოს მოსახარში) სპილენძის დიდი ქვაბები, თავისი ხელსაწყო–იარაღებით: საწურით,  თუნგებით, ჯამებით და სხვა.

ლუდის საწური
 

 

ხატში ასევე ცალკე ნაგებობებია საბერო და საჯარე.   საბერო განკუთვნილია ხევისპრისა და მოწმინდრებისათვის, რომლებიც სადღესასწაოლო დღეებში დგებიან და წმინდობენ.

ხატის გალავნის გარეთ ან სალუდესთან სიახლოვეს მოთავსებულია საჯარე. წინათ თითოეულ გვარს საკუთარი საჯარე ჰქონია, სადაც ამ გვარის შვილები დღეობებზე იკრიბებოდნენ და ღამეებს ათევდნენ.

ლაშარის დროშა

 

 

 

მომზადებულის ს.მაკალათიას "ფშავის" მიხედვით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იახსარი

იახსარი. სალუდისკარი

იახსარი

იახსარი. საზარე

ლაშარი

 

იახსარი

იახსარი. საზარე

სალოცავი

ლაშარი

სასანთლე. ლაშარის ჯვარი

ლუდის სახარში ქვაბები

ლუდის შესაგროვებელი ჭურჭელი