სიახლეები და მოვლენები

08-11-2011

"ფშავური სამზარეულოს დელიკატესები ხინკალი და დამბალხაჭო" - 24 საათი

გაზეთ "24 საათში" გამოყვექნდა ქეთი ადეიშვილის სტატია "ფშავური სამზარეულოს დელიკატესები ხინკალი და დამბალხაჭო".

 

19-09-2011

კრწანისის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი

2011 წლის 24 სექტემბერს, დილით კრწანისის ველზე, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კრწანისის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს გადაიხდის.

 

20-07-2011

ეთნოლოგიური მულტიმედიური კრებული "ციხეგორს გალობს ბულბული" ინტერნეტში

ეთნოლოგიური მულტიმედიური კრებული "ციხეგორს გალობს ბულბული" (ავტორი პროფ. პაატა ბუხრაშვილი) განთავსდა ინტერნეტ სივრცეში.

 

14-07-2011

ფშაური ფოლკლორის საღამო youtube-ზე

youtube-ზე დაიწყო 2011 წლის 22 ივნისს ჩატარებული ფშაური ფოლკლორის საღამოს ამსახველი ვიდეომასალის განთავსება. დღეისათვის განთავსებული 18 ნაწილი. დარჩევილი მასალა უახლოეს დღეებში განთავსდება.

 

13-07-2011

ლიტერატურული კონკურსი "ხვარამზე 2011"

ა/ს კავშირი "ფშავის აღორძინება და განვითარება" და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აწყობენ ფოლკლორის ზეიმს და სახალხო დღესასწაულს "ხვარამზეობა".

 

27-06-2011

თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო

26 ივნისს, 16:00 საათზე, ტურისტული კომპანია თებულოტურის და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში, გაიმართა თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს

 

27-06-2011

მიხეილ ღანიშაშვილი - "გოგია ჭიჭოშვილი და მისი ეპოსი"

გოგია ჭიჭოშვილი და მისი ეპოსი გასული საუკუნის 50-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროსა და მის შემდგომ პერიოდში, ილტოს ხეობის ტყეებს ამ ომს თავარიდებული არაერთი ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუ...

 

16-06-2011

ფშაური ფოლკლორის საღამო

2011 წლის 22 ივნისს 19.00 საათზე პროფკავშირების კულტურის სასახლეში გაიმართება "ფშაური ფოლკლორის საღამო"

 

15-04-2011

თინა ნაყეურის გამოფენა - ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო დარბაზი

14-16 აპრილს 10.00-18.00 საათამდე ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო დარბაზში ეწყობა დიზაინერ თინა ნაყეურის ნახელავის -ტრადიციული და სტილიზებული ფშავ-ხევსურული სამოსის, გობელენების, აქსესუარების და უუუულამაზესი წინდების და თავსაფრების გამოფენა-გაყიდვა.

 

02-04-2011

სემინარი თემაზე: "კაფიის ჟანრის რაობისათვის (ძველი და თანამედროვე კაფიების მაგალითების მოხმობით)"

2011 წლის 1 აპრილს 18:00 სთ-ზე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კავშირ - პოეტურ ორდენის "მარადახალი ქნარის" "ლიტერატურული სემინარების" მორიგი შეხვედრა. სემინარზე მოხსენება თემაზე: "კაფიის ჟანრის რაობისათვის (ძველი და თანამედროვე კაფიების მაგალითების მოხმობით)" წაიკითხა თსუ პროფესორმა, ფოლკლორისტმა ტრისტან მახაურმა.

 

<< <