ძვირფასო თანამემამულენო, უპირველესად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებო ფშაველებო!

 

ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს კავშირი „ფშავის აღორძინება–განვითარება“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ამ საინტერესო და უნიკალური კუთხის აღორძინება–განვითარებას.

მთის რეგიონის მკაცრმა ბუნებრივმა პირობებმა, საყოფაცხოვრებო კომუნიკაციების მოშლამ ფშავის მოსახლეობისთვის არაერთი მწვავე პრობლემა წარმოქმნა. კავშირის „ფშავის აღორძინება–განვითარება“ ერთ–ერთი ძირითადი ამოცანაა ამ პრობლემების მოგვარება.

კავშირმა ხელი უნდა შეუწყოს ფშავის ეკონომიკის, სოციალურ–კულტურული დონის ამაღლებას; დახმარება უნდა აღმოუჩინოს საქართველოს ტერიტორიაზე განსახლებულ ფშაველთა ოჯახებს, ქვრივ–ობლებს, სტუდენტ–ახალგაზრდობას, ახალგაზრდა და მრავალშვილიან ოჯახებს, სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანებს, ომში დაღუპულთა ოჯახებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფშავის ეკოლოგიის საკითხებს, მისი ბუნებრივი რესურსების გეგმაზომიერ გამოყენებას.

კავშირი შეეცდება:

  • ხელი შეუწყოს ფშავში არსებულ საეკლესიო, ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების დაცვა–აღდგენას.
  • ააღორძინოს დღევანდელობის შესატყვისი ფშაური ყოფითი ტრადიციები, რეწვის სახეები, სპორტული შეჯიბრებები, სახალხო დღესასწაულები. კავშირი „ფშავის აღორძინება–განვითარება“ დასახული ამოცანების შესრულებისათვის კანონის დადგენილი წესით:
  • ამყარებს კავშირებს ანალოგიურ ორგანიზაციებთან, კერძო პირებთან, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
  • ქმნის საწარმოებს, სამეურნეო ანგარიშიან ორგანიზაციებს, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო დაწესებულებებს, რომელთა შემოსავალი მოხმარდება კუთხის აღორძინება–განვითარებას.
  • აფუძნებს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ბუნებრივია, ყოველივე ეს საჭიროებს გარკვეულ თანხებს, რაც კავშირს არ გააჩნია და ამისათვის აგროვებს შემოწირულობებს ნებისმიერი რაოდენობით. გვჯერა პირველ რიგში ფშავლების, მათი თანადგომის. დახმარება დაფიქსირდება, ხოლო ცალკეული ორგანიზაციები და პიროვნებათა გვარ–სახელები გამოქვეყნდება პრესაში, რადიოსა და ტელევიზიაში.

 

წინასწარ გიხდით მადლობას.

 

კავშირის ანგარიში გახსნილია სააქციო საზოგადოება „ტაო“ ბანკში – წერეთლის გამზირი 114, 380019,თბილისი, საქართველო, ანგარიშის ნომერი ლარში – 360801723,

 

ანგარიშის ნომერი უცხოურ ვალუტაზე – 361801723.

ტელ. 51–80–76, 31–62–39.

როსტომ მაჩხოშვილი

კავშირის „ფშავის აღორძინება–განვითარება“

გამგეობის თავმჯდომარე

 

 

 

  

ვებ დიზაინი: ე.ელიზბარაშვილი, მ. ელიზბარაშვილი – elizbarashvili@gtu.ge

ვიზიტები

wordpress visitor counter
      სტატისტიკა