სასტუმრო ფშავი

 სასტუმრო ”ფშავი” საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში-ფშავში, სოფ. მაღაროსკარში მდებარეობს. ზღვის დონიდან მისი სიმაღლე 930 მეტრია. მანძილი თბილისიდან 65-70 კმ.

სასტუმრო ”ფშავი” ჯგუფური და ინდივიდუალური დასვენების მსურველებს საუკეთესო პირობებს სთავაზობს. სტუმართა განკარგულებაშია კომფორტული ნომრები ცხელი წყლით, საკაბელო ტელევიზიით, ინტერნეტითა და სამჯერადი კვებით. ამას გარდა, ტურისტებს საღამოობით შეუძლიათ დაისვენონ ვერანდაზე და დატკბნენ საუკეთესო ხედით, გაერთონ აუზზე, ითამაშონ ბილიარდი ან მაგიდის ჩოგბირთი.

"ფშავის" სტუმრებს საშუალება ეძლევათ მონახულონ ისტორიული და კულტურული სანახაობები:  არაგვის ხეობა, მაღაროსკარის დედა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია და ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი. ამას გარდა, სასტუმრო ტურისტებს სთავაზობს ექსკურსიებს ახლომდებარე ისტორიულ კუთხეებში: ხევსურეთში, გუდანსა და შატილში. და ბოლოს, ”ფშავის” სტუმრებს საშუალება აქვთ ისიამოვნონ აქტიური დასვენებით და დაკავდნენ ჯომარდობით ან ცხენოსნობით.

მობ:+995 99 18 88 83
        +995 55 78 52 75

დამატებითი ინფორმაცია ნახეთ შემდეგ ბმულზე: >>>

 

 

  

  

  

  

 

 

 

უბისთავი

უბისთავი

თევზაობა

მთიდან დაშვება

 

 

ვებ დიზაინი: ე.ელიზბარაშვილი, მ. ელიზბარაშვილი – elizbarashvili@gtu.ge

ვიზიტები

wordpress visitor counter
      სტატისტიკა