ვაჟაობა

 

ვაჟაობა  ვაჟა- ფშაველასადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის აგვისტო - სექტემბერში იმართება პოეტის მშობლიურ სოფელ ჩარგალში. ჩარგალში მდებარობს  მისი სახლ-მუზეუმი.

 ვაჟაობაზე ჩამოდიან ცნობილი მწერლები, სახალხო მთქმელები, საზოგადო მოღვაწეები, მოსწავლეები და სტუდენტები, ყველა, ვისაც ვაჟა-ფშაველას შემოქმედება უყვარს. იმართება პოეზიის საღამო, საზეიმო კონცერტი. 

ბოლო წლების განმავლობაში ვაჟაობასთან დაკავშირებით თბილისიდან სპეციალურად ამ დღესასწაულისათვის ინიშნება დამატებითი ტრანსპორტი, რაც ფართოდ ანონსირდება ხოლმე მედიის სხვადასხვა საშუალებებით.

 

 

 

  

  

  

  

 

 

 

ვებ დიზაინი: ე.ელიზბარაშვილი, მ. ელიზბარაშვილი – elizbarashvili@gtu.ge

ვიზიტები

wordpress visitor counter
      სტატისტიკა