სიახლეები და მოვლენები

12-02-2010

გამოვიდა გაზეთის "მოგესალმებით ქედებო" მე–13 ნომერი. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ "ფშავის აღორძინება–განვითარების კავშირს" შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის პრ. 164.

ტელ: 51-80-76; 31-62-39

დღეისათვის ფშავლები ძირძველი ფშავის ტერიტორიის გარდა დასახლებულნი არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, როგორიცაა თიანეთის რაიონი, სოფ. ლაფანყური, სოფ. გომბორი, ახმეტის რაიონი, სოფ. არხილოსკალო და ა.შ.

შესაბამისად ფშაური გვარები მიმოფანტულია აღმოსავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. დღესდღეობით მრავალი ფშაური გვარის წარმომავლობა მივიწყების პირასაა, რადგან ფშაველთა მიგრაცია ისტორიული ფშავიდან სულ ცოტა რამდენიმე საუკუნის წინ დაიწყო.

pshavi.ge საიტის რედაქცია იწყებს ფშაური გვარების შეგროვევებას.

და თხოვნით მიმართავს ყველა ფშაველს მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ამათუ იმ ფშაური გვარისა და მისი გავრცელების არეალის (სოფელი, რაიონი) შესახებ. შესაძლებლობის ფარგლებში მიუთითებთ ასევე, თუ რომელი ისტორიული სოფლიდან არის გვარი (რომელ თემს ეკუთვნის).

ინფორმაცია გამოგზავნეთ მისამართზე: info@pshavi.ge

შეკრებილი ინფორმაცია შეგროვდება და ყოველი თვის ბოლოს განახლებული სახით გამოქვეყნდება საიტზე.

pshavi.ge საიტის რედაქცია წინასწარ დიდ მადლობას გიხდით თანადგომისათვის.


რედაქცია







  მთავარ გვერდზე დაბრუნება              სიახლეებში დაბრუნება