სიახლეები და მოვლენები

21-02-2010

გაიხსნა ფშაური ფორუმი

ჩვენი ვებ–გვერდის მსურველთა მრავალმრიცხოვანი თხოვნებიდან გამომდინარე გაიხსნა ფშაური ფორუმი. ფორუმის გახსნა ამ საიტის შექმნისთანავე იყო გამიზნული (რაზეც მენიუში შესაბამისი ღილაკი მიუთითებდა კიდეც). მისი ასე დაგვიანებით გაშვება განპირობებული იყო მიზეზით, რომ გვინდოდა იგი მეტად დახვეწილი ყოფილიყო.
ჩვენ ვეპატიჟებით ყველა ფშაველს და ფშავის გულშემატკივარს აქტიურად ჩაერთოს ამ ფორუმში, მაგრამ იმავდროულად გთხოვთ, ფორუმი არ გადაიქცეს "სალაყბო" კომენტარების გროვად. ასეთ შემთხვევაში რედაქცია პასუხისმგებლობას იღებს მოხსნას ფორუმის წევრი ან საერთოდ დახუროს თემა.

დასაწყისისათვის მსჯელობის საგნად ოთხი ძირითადი თემა შემოგვაქვს:

– ფშავი დღეს: ვისაუბროთ ფშავის დღევანდელ ყოფაზე, მის გასაჭირზე და დახმარების ფორმებსა და საშუალებებზე.

– ლიტერატურა: თემა ეძღვნება თანამედროვე თუ კლასიკურ ფშაურ ლიტერატურის განხილვასა და მიმოხილვას. ფასეული კომენტარები და მასალები ასევე გამოქვეყნდება ფშავის ვებ–გვერდზე.

– კაფია: მრავალ ფშაველს ღვთის მადლით ჯერ კიდევ შესწევს კაფიის უნარი. მოდით ფშაველნო შევახსენოთ ერთმანეთს კაფიის ძალა. თანამედროვე კაფიის საუკეთესო მასალები ასევე გამოქვეყნდება ფშავის ვებ–გვერდის შესაბამის რუბრიკაში.

– ტურიზმი:ვისაუბროთ ფშავში ტურიზმის კერის ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობაზე.



და ბოლოს, ვიმედოვნებთ, ფორუმის წევრები დიდ წვლილს შეიტანენ ფშავის საიტის შემგომ დახვეწაზე.





  მთავარ გვერდზე დაბრუნება              სიახლეებში დაბრუნება