მდინარები
ფშავის მთავარი მდინარე არის ფშავის არაგვი. იგი სათავეს იღებს ბორბალოსა (3135 მ) და ბოთანას მთებიდან. არაგვის სათავეს წარმადგენს სამი ხევის შენაკადს: ბოთანას წყალი, ასის ხევი და ბოგონჩარის ხევი. ბორბალოდან დაქანებული არაგვი ფშავის ხეობაზე თანდათანობით ივაკებს და მას სოფელ ახადთან უერთდება მდინარეები წაწადა და ვარეულა, დამასტეს ხატთან - მათურხევი (მათურის წყალი), სოფ. შუაფხოში თეთრახევა, ნაროულა და ხატისხევა.
შუაფხოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით (ორწყალი- 1154 მ.) ფშავის არაგვს უერთდება ხევსურეთის არაგვი. ორწყლიდან არაგვი სამხრეთისაკენ იღებს გეზს და გზადაგზა იერთებს მცირე ზომის ხევებს. არაგვის მარჯვენა შენაკადებია: ბეტიჩდილის წყალი, აფშოს წყალი, კაწალხეურა, ვანხევი, ჩარგლულა და სხვ.
ჟინვალში ფშავის არაგვი ჩაედინება ჟინვალის წყალსაცავში. წყალსაცავის აშენებამდე (მე-20 საუკუნის 80-იანი წლები) იგი ამ ადგილას უერთდებოდა მთიულეთის არაგვს. ჟინვალიდან არაგვი მიემართება სამხრეთით და მცხეთასთან უერთდება მდინარე მტკვარს.
არაგვი, განსაკუთრებით უკანაფშავის ტერიტორიაზე, საკმაოდ სწრაფი მდინარეა. მისი ტემპერატურა ზაფხულში 16-17-ს არ აღემატება. სიგანე მერყეობს 5-15 ბ-ის დიაპაზონში, ხოლო სიღრმე ორწყლამდე, როგორც წესი, არ აღემატება 1 მ-ს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იშვიათ მორევებს.
სოფ. შუაფხო, თეთრახევა |
სოფ. შუაფხო. ფშავის არაგვი |
სოფ. შუაფხო. ფშავის არაგვი |
სოფ. შუაფხო. ფშავის არაგვი |
სოფ. შუაფხო. ფშავის არაგვი |