მითოლოგია
იახსარი
(ფერხისა)
პირველად ღმერთი ვახსენოთ
მერე ბატონი ჩვენია.
ხვთის კარზე შავიყარენით
ხვთის ნაბადებნი დილითა
ბრძანება გამოგვივიდა
დამბადებელის პირითა
ჩამოდგეს სასწორ ჩარექი
ყველას ჩემკე აქვს თავალია
სამოც ლიტრიან რკინასა
ვერავინ შაუგდო მხარია
მაგას იახსარ აიღებს
არაგვის მხრისა არია
ავწიე ისე ავიღე
ქვეშ გავუტარე ქარია
მაჩუქა დამბადებელმა
ლახტი და საომარია
დევებს ჰქონიყო ქორწილი
სიმურ ეჩქვიფნეს წყალია
ავის გორის სახლს იშენებენ
დევები ცხრანი ძმანია
ცხრა შვილთ გამზრდელი ქალია
სალუდე ქვაბი თავს ედგა
აიმან შემდვა ზარია
ხვთის შვილნი იმას ამბობენ
რას შვრება იახსარია
საკმისას ლახტი ვესროლე
ზედ დავაქციე ბანია
ერთი გამომივარდა
კდეს მააფარა ტანია
კლდე ოთხად გავანაფოტე
დევს გამოვთხარე თვალია
იმ წყულს კარგად სცოდნიყო
აუბუდელაურ ტბანია
ჩავიდა მენაც თან ჩავყე
თან ჩავყე იახსარია
იქიდან ვეღარ ამოვედ
სისხლმა გამიბნა გზანია
ეძებეს ჩემთა მოყმეთა
ოთხრქა ოთხ ყურა ცხვარია
მოიყვანეს და ჩამოკლეს
ღმერთო დასწერე ჯვარია
შემოვჯე ბრძოლის ქვაზედა
შემოვიბერტყენ მხარია
იახსრით კარატემდენა
ზედ ტოკი გასავალია
ისე გავედი თოკზედა
ვერავინ მომკიდის თვალია
ავის გორს დამიკიდოდით
ჩემი პატარა ზარია
დაჰკრან ზმა ყველგან გავიდეს
იქ დაიწერონ ჯვარია
ჩემო ყმანო და საყმონო
ყველას დაგწეროს ჯვარია.
ფერხისის ბოლოს ხევისბრის ხმამაღლა შეძახილი:
დიდება იახსრის დროშას, ზარსა და
საზარეს გაუმარჯოს. გაუმარჯოს ლაღ იახსარს, დევკერპთ ამომწყვეტს
და გადამსხვავებელს. გაუმარჯოს
ავის გორს უფალმა ღმერთმა
იახსარი
ხვთის კარზე შავიყარენით
ანგელოზები თავნია.
გარმოდგეს სასწორ–ჩარექი,
კვირავ, დაუდგი თვალნია!
ეზიდებიან იმასა,
ვინაც რო ძალიანია.
ქვე–ქვე ბოლოსვე მე ვზივარ,
ყველას ჩემზე აქვს თვალია.
ერთმანეთს ეუბნებიან:
აიღებს იახსარია".
ავწიე სასწორ–ჩარექსა,
ღმერთო, შენგანა ძალია!
ხუთი მავსთხოვე კვირასა,
გარმამიტანა სამია,
სამოც ლიტრასა რკინასა
ძირს გაუყარენ ქარნია.
დევებს ხქონია ქორწილი,
უჩქეფავ სიმურ წყალია,
ცხრა–თავ ხყვანია დედაი,
ცხრა შვილთ გამზრდელი ქალია.
სალუდე ქვაბი თავს ეცვა,
ა იმან შამდვა ზარია.
დავბრუნდი უკან, ამბობდის:
"შაშინდა იახსარია".
მაშინ კი გადაუფრინდი,
გამოუცვალე ჟამია.
ლახტი ვესრიე საკმიდან,
ზედ გამავხურე ბანია.
ერთ კიდევ გამომივარდა,
არ მიებრუნე თავია.
საგმირო წამავიმაღლე,
კლდეს მააფარა ტანია.
კლდე ოთხად დავანაფოტე
დევს წამავსთხარე თვალია.
კარგად სცოდნია მაგასა
აბუდელაურ ტბანია.
წავიდა, იქ წამეხვეწა,
თან ჩავხყევ იახსარია.
იქიდან ვეღარ ამავე,
სისხლმა გამიბნა მხარნია.
ეძებეს ჩემთა მოყმეთა
ოთხ–რხა, ოთხ–ყურა ცხვარია,
მაიყვანეს და შიგ დაკლეს,
ღმერთო, დასწერე ჯვარია!
შამავჯე ბროლის ქვაზედა,
შამავიბერტყენ მხარნია.
ლაშარის ჯვარი
ბერი გიორგი მეც ვიყავ,
ცას ვები ოქროს შიბითა,
გორაზე მედგა ბურმუხა,
ზედ ავდიოდი კიბითა.
ჩემს საყმოთ შამონაზენი
ღმერთთან ამქონდა იქითა.
ხელკრულმა ერისთვის
შვილმა ამამიბრუნა ძირითა.
ჯერ შვილი–შვილით დავლიე,
მერმე ქალ–ქალიშვილითა.