ტურიზმი

ზოგადი მიმოხილვა

ფშავი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ისტორიულად იგი ფხოვად იწოდებოდა. კულტურული ძეგლებით და მრვალფეროვანი დასვენებით მიმზიდველ ტურისტულ ზონას წარმოადგენს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის.

 

კლიმატი

 კლიმატი ბართან შედარებით მკაცრია და მთის ტყეების ჰავის ზოლს განეკუთვნება. ფშავში ზომიერად ცივა, გაზაფხული გვიან დგება, ზაფხული ცხელია, შემოდგომა კი - მზიანი და თბილი. ფშავი ცნობილია თავისი თვალწარმტაცი ბუნებით.
ტურიზმისა და დასვენებისათვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი ზაფხულია, თუმცა წელიწადის სხვა დროებს თავისი ხიბლი აქვს.

ზაფხულში დღისით საკმაოდ ცხელა. გარუჯვის მოყვარულებს შეუძლიათ მზის ულტრაიისფერი სხივებით მდიდარი აბაზანები მიიღონ როგორც მდინარეების პირას, ისე მთებზე სუბალპურ ზონებში მოგზაურობისას. უფრო მეტიც, 2000–ზე მეტ სიმაღლეზე ასვლისას გარუჯვა უმზეო (მოღრუბლულ) ამინდშიც კი შეიძლება.
ზაფხულში საღამო და განსაკუთრებით ღამე გრილია. ტემპერატურა 12-17°C–ის ინტერვალში მერყეობს, რაც დღის დიდი სიცხის შემდეგ ღამით კარგი და სასიამოვნო მოსვენების საშუალებას იძლევა.

  

 გზა

ფშავი მდებარეობს თბილისიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. მანძილი ძირითად დასახლებულ პუნქტებამდე 65-100 კმ ფარგლებში მერყეობს. კერძოდ, პირველი დიდი დასახლებული პუნქტი არის სოფელი მაღაროსკარი (~65 კმ, 1-1.5 სთ თბილისიდან). მეორე პუნქტი – ჩარგალი მდებარეობს 75-80 კმ–ზე (1.5–2 სთ.) მესამე პუნქტი – შუაფხო, რომელიც უკანაფშავის ცენტრადაც შეიძლება განვიხილოთ, მდებარეობს 100 კმ მანძილზე თბილისან, რომლის დაფარვასაც ესაჭიროება 2–2.5 სთ.

სავალი გზის საფარი ძირითადად მოასფალტებულია. ამდენად იგი ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით გადაადგილების საშუალებას იძლევა.

 

მარშრუტი

თბილისიდან ფშავში გამგზავრება შესაძლებელია საქართველოს სამხედრო გზით დაბა ჟინვალამდე (მანძილი თბილისიდან 45 კმ.). ჟინვალში გზა მარჯვნივ უხვევს სოფელ ჩინთთან. გადასახვევთან არის შესამაბისი საგზაო მიმთითებელი ნიშანი. სოფ. ჩინთთან გზა კვეთს მდ. არაგვს. აქ მგზავრებს შეუძლიათ შეისვენონ წყაროსთან, შეიძინონ პროდუქტების მარაგი (თონეში ცხელი პური, მაღაზიაში - სხვადასხვა პროდუქტები). ჩინთის გავლის შემდეგ (~1 კმ) იწყება პარატა აღმართი, რომლის გავლის შემდეგ  და გზა მიემართება ჩრდილოეთით. ჟინვალის წყალსაცავის გადასავალის სიგრძე 11 კმ–ია, რომლის გავლის შემდეგ გზა კვლავ დაბლა ეშვება და მიუყვება მდ. არაგვის ნაპირებს. პირველი შემხვედრი სოფელი არის თვალივი. თვალივიდან დაახლოებით 10 კმ დისტანციის გავლის შემდეგ გვხვდება ფშავის ყველაზე დიდი სოფელი მაღაროსკარი (მანძილი თბილისიდან 65 კმ). სოფ. მაღაროსკარში მდებარეობს სასტომრო "ფშავი".

მაღაროსკარიდან გზა კვლავ ჩრდილოეთით მიემართება. 5–6 კმ მანძილის გავლის შემდეგ მდებარეობს ე.წ. "პაატას წყარო", სადაც მგზავრებს ასევე შეუძლიათ შესვენება.

აღნიშნული პუნქტიდან 3–4 კმ მანძილზე გვხვდება სოფ. ჩარგლის გადასახვევი. სოფ. ჩარგალი, სადაც მდებარეობს ვაჟა–ფშავაველას სახლ-მუზეუმი, ცენტრალური გზიდან 3 კმ არის დაშორებული. ამდენად, ჩარგალში მიმავალმა მგზავრებმა ცენტრალური გზიდან მარჯვნივ უნდა გადაუხვიონ. ჩარგლის გადასახვევთან, რომელსაც ჩარგლის კარს უწოდებენ, მარცხნივ მდებარეობს ცნობილი მინერალური წყლის "ვაჟას წყალის" საბადო. მასთან მისასვლელად მარჯვნივ ჩახვევაა საჭირო.

 

უკანაფშავში (მათ შორის სოფ. შუაფხოში) მიმავალი მგზავრები ჩარგლის კარიდან გზას კვლავ ჩრდილოეთით აგრძელებენ. დაახლოებით 10-12 კმ მანძილის გავლის შემდეგ გვხვდება "ორწყალი", ადგილი სადაც ორი არაგვი: ფშავის (მარჯვენა მხრიდან მონადენი) და ხევსურეთის (პირდაპირ ჩამომავალი) ერთვის ერთმანეთს. ამ ადგილას უკანაფშავისა და ხევსურეთის გზები იყრება. გზაგასაყართან არის დასახლებული პუნქტების მიმთითებელი სადზაო ნიშანი. უკანაფშავში მიმავალმა მგზავრებმა ხიდზე გადასვლის გარეშე უნდა შეუხვიონ მარჯვნივ და შეუყვნენ ფშავის არაგვის ხეობას (მდინარე გზიდან მარცხენა მხარეს ჩამოედინება). შესახვევიბან 3 კმ მანძილის ავლის შემდეგ გვხვდება ამ ხეობში პირველი დასახლებული პუნქტი სოფ თხილიანა, ხოლო დამატებით 2 კმ მაბძილის გავლის შემდეგ კი სოფ. შუაფხო.

 

სოფ. შუაფხოდან გზა აღმოსავლეთით კიდევ 12-15 კმ მანძილზე მიდის, მაგრამ გზა მხოლოდ გრუნტიანია და მსუბუქი ავტომობილით მგზავრობა რთულდება.

 

 

ტრანსპორტი

ფშავში მგზავრობა შესაძლენელია სამოქალაქო ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით. ტრანსპორტის გასვლა წარმოებს დიდუბის ავტოსადგურიდან.

მიზნობრივი პუნქტი ტრანსპორტის მარშრუტი
მაღაროსკარი მაღაროსკარი, ჩარგალი, შუაფხო, ბარისახო
ჩარგალი ჩარგალი (პირდაპირი ტრასპორტი)
შუაფხო, ბარისახო (გაჩერება ჩარგლის კარამდე, შემდეგ 3 კმ ფეხით)
შუაფხო  შუაფხო (პირდაპირი ტრასპორტი)
ბარისახო (გაჩერება ორწყალი, შემდეგ 5 კმ ფეხით)