გმირის იდეალი

ნეტავი ლაშქარს შეგვყარნა

ნეტავი ლაშქარს შეგვყარნა
სამნი ბატონის ყმანიო,
მოგვწივა მძიმე ლაშქარი
სწორებს გვეცადა თავიო,
მაღლიდამ გადმოაცქირა
ლამაზი ქალის ჯარიო!
ბევრ ქალს კი შესძულდებოდა
თვალად ლამაზი ქმარიო,
ბევრ ქალს კი შეჰყვარებოდა
პირად ჯუღურო ქმარიო.


                ***
თქვენი ჭირიმე ყორნებო,
გლოვა არ იცით მჯვდარზედა:
რაც უნდა კარგი ყმა მოკვდეს,
ცრემლს არ მოგივათ თვალზედა;
შაიმოსებით შავადა,
თეთრს არ ჩაიცომთ ტანზედა,
კარგ ყმას გულს ამაარიდებთ,
ჩამოირიგებთ კარზედა,
გაილექებით სისხლადა,
გადახვალთ ილტოს წყალზედა!