ალექსი წვეროშვილი (ფრუშკა, ქოთილა)
ფრუშკას იგივე ქოთილა ცნობილი ალექსი წვეროშვილის თიკუნებია. იგი მე-20 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა ფშავში სოფ.სოფლიონში. შემდგომ თელავის რ-ნის სოფ. ლაფანყურში, სადაც გარდაიცვალა. ფრუშკა პირველი სოფლიო ომის მონაწილე ყოფილა.
ფრუშკა ერთ–ერთი უძლიერესი მოკაფიავე იყო. გთავაზობთ
მის რამდენიმე კაფიას:
ყრუვ გიორგი - ჩემთან გადმოხვე ფრუშკაო,
ქალ მოგცა, როგორც ეთერი.
ფრუშკა - მე ეთერივით არ მინდა,
ბეჩავი მინდა, ჩემფერი.
ყრუვ გიორგი - შენ საჩეჩლების მკეთო ხარ,
ჩემ ქალ გექნება მჩეჩელი.
ფრუშკა - მე შენ ქალ არაად მინდა,
ათასგან კვერცხის მდებელი.
ყრუვ გიორგი -არც მოგთხოვდება, ფრუშკაო,
ყროლი ჰყოფილხარ, ბებერი.
ფრუშკა - ხილი სჯობ დამწიფებული,
რადა ხარ შაუგნებელი.
ყრუვ გიორგი -ჯერ შარცხვეს ეგეთა ქალი
მემრ მამა ქალის მქებელი.
იგივენი
ყრუვ გიორგი - მოდი ფრუშკავ, ერთ ქალ მოგცემ,
აირჩიე შიგაითა.
ფრუშკა - ბებერ-ბებრებიღა ყრილან,
სათრევლები ციგაითა.
ყრუვ გიორგი - მაშ შენ კაი ქალ ვინ მოგცემს,
გაზრდილ იყოს წმინდაითა?
ფრუშკა - ჩვენ ისითა გოდრებ გვიდგა,
ვერ გადაზომ შიმშაითა.
ყრუვ გიორგი - გიდგათ ცარიელეები,
რა ამოგგაქვთ შიგაითა?
ორივ შიმშილს დაუხოცავ:
თაგვებიც და ციცაიცა
ფრუშკა და ელიბო
ფრუშკა - ყველ მამიტანე, ელიბო,
რად მინდა მწარე ნიორი.
ელიბო - ჩემ ცოლ-შვილ რა ყველს გაუშვებს,
ჯარი მყავ, ბატალიონი.
ფრუშკა - თევზ მაინც დაიჭიროდი,
ახლოს ჩაგიდის იორი.
ელიბო - მე სტუმარს იმით დავხვდები,
რაისიცა მაქვ იოლი.
ფრუშკა და ხევსური
ხევსური - წლის მოსავალ აღარ მოდის,
გუდანის ჯვარს ვემდურები.
ფრუშკა - გუდანის ჯვარ არას გიშლის,
ძაღლებ ნუ ხართ ხევსურები!
ხევსური - მაშ წყალ-ღვარმა რად დალია,
ჩემ ხარები, ჩემ ფურები,
ფრუშკა - ხევში ბაკებს რად აკეთებთ,
ზედ ხვარ გადავეხურები?
ფრუშკა ბუჭყინტელებს
თქვენი ბუჭყინიტა შერცხვეს,
კიდებულა კირჩხაზედა.
ჩვენი სოფლიონივა სჯობ,
რო ვიფიქროთ სიტყვაზედა;
კარგებ კარისპირებ გვიწყვავ,
კოდ გამოდის ლიტრაზედა.
ფრუშკას ნათქვამი
სამ დღესა ხდიდნენ არაყსა,
ადენდიან წანწკარასა,
შავიარ-გავიაროდი,_
ბარაქა თქვენს ქარხანასა.
_მაგ ალექსის რაღა ავლევს,
რად გვიფუჭებს მაგ შარასა.
მე რო შუშანიკა ვიყო,
ჩაუდებდი ავშარასა;
სულ ჭენებით შავავლევდი
მაგ სოფლივნის წყალ-ჭალასა.
იმას
ამბობს ქოთილაო
იმას ამბობს ქოთილაო,
მამიტანეს ქობთ ქირაო,
დავლიე და გადმოვღვარე,
სხლის არაყი ყოფილაო.
მაგის გამამხდელი დავწვი,
მაგან გამაცოდვილაო!
ფრუშკა მეზობელ ქალს
გაგიცვდა,შუშან ქალაო,
წითელ კაბაის ბრიალი,
კოჭამდე თეთრი ჩიქილა,
ბოლომდე ხოხბის თვლიანი,
ლხინ-ქორწილებში სირბილი,
თითის წვერებზე ტრიალი.
ქალის სათხოვნელად სხვადასხვა ადგილას სასმლით (არაყით) გაიარებოდა, რას მისი გალექსების მიზეზი გამხდარა.
მეტოქე:
დაიმეხე,ქოთილაო,
რთველში ქორწილს აპირობდი,
ბოთლით არაყს უზიდავდი,
ში გრამ აღარ დასწიროდი!?
მერე დაბრმა გარათ ქალი,
რაც შენ გადანაშვილობდი.
ფრუშკა:
სანაწეოს ვამზადებდი,
როცა არტანს ქორწილ იყო,
წამავალ ქალს რა დაიჭერს,
განა ფრუშკა ბორკილ იყო?
მე კი ცოლად მილოცავდნენ,
ქალ ჯაბლევში წასულიყო.
* * *
მ ე ტ ო ქ ე:
ერთ ლექს გვითხარ,ჩემო ფრუშკა,
ვერვინ იტყვის შენსავითა.
ფ რ უ შ კ ა:
ეხლა მენაც გამხმარი ვარ,
საშავარდნოს კლდესავითა.