გიორგი მგელიაშვილი (ყრუვ გიორგი)

 

ყრუვ გიორგის სმენანაკლულობის გამო ეძახდნენ ლახატოელ ფშაველ გიორგი მგელიაშვილს.

მისი კაფიები დღესაც ცოცხლობენ ფშავში და იცოცხლებენ.


ყრუვ გიორგი - ჩემთან გადმოხვე ფრუშკაო,
                        ქალ მოგცა, როგორც ეთერი.
ფრუშკა -          მე ეთერივით არ მინდა,
                        ბეჩავი მინდა, ჩემფერი.
ყრუვ გიორგი - შენ საჩეჩლების მკეთო ხარ,
                        ჩემ ქალ გექნება მჩეჩელი.
ფრუშკა  -        მე შენ ქალ არაად მინდა,
                        ათასგან კვერცხის მდებელი.
ყრუვ გიორგი -არც მოგთხოვდება, ფრუშკაო,
                      ყროლი ჰყოფილხარ, ბებერი.
ფრუშკა  -        ხილი სჯობ დამწიფებული,
                      რადა ხარ შაუგნებელი.
ყრუვ გიორგი -ჯერ შარცხვეს ეგეთა ქალი
                      მემრ მამა ქალის მქებელი.

იგივენი
 
ყრუვ გიორგი -  მოდი ფრუშკავ, ერთ ქალ მოგცემ,
                            აირჩიე შიგაითა.
ფრუშკა    -        ბებერ-ბებრებიღა ყრილან,
                            სათრევლები ციგაითა.
ყრუვ გიორგი -  მაშ შენ კაი ქალ ვინ მოგცემს,
                            გაზრდილ იყოს წმინდაითა?
ფრუშკა      -        ჩვენ ისითა გოდრებ გვიდგა,
                            ვერ გადაზომ შიმშაითა.
ყრუვ გიორგი  -  გიდგათ ცარიელეები,
                            რა ამოგგაქვთ შიგაითა?
                            ორივ შიმშილს დაუხოცავ:
                            თაგვებიც და ციცაიცა

 

ყრუვ გიორგი ფრუშკას
ტყუილად მაჰკვეხ,ფრუშკაო,
იხრინწიანებ ხმასაო,
მოლექსეობას იჩემებ,
ლამაზი სიტყვის თქმასაო.
მოლექსე ისეთი უნდა,
ვაჟა რო ჰყვანდა მთასაო,
ჩარგალში სიტყვას იტყოდა,
ქალაქს აწვდენდა ხმასაო.



გ.ტურაიშვილს
გადიდდა ტურაიშვილი,
სწორი გზა ჰგონავ მრუდია,
მხარზე ყაბალახ გადიგდო,
ფასოის ოცდახუთია,
ქამარ-ხანჯალი ვერცხლისა,
თავზე კალმუხის ქუდია.
ახლა სიმართლეს ვიუბნებ,
ტყუილს რო ვამბობ,ცუდია.
შახვიდე მაგის სახლშია,
ბებერეების ბუდია,
დაიწყებს ჭექა-ქუხილსა,
დასწვიმს,დადგება გუბია.