ფშავლები

ჩონქარა უძილაური

ჩონქარა ღვერას ძე უძილაური ("ღვერათი") სოფელ წიფრანში (ფშავში) ცხოვრობდა. ბევრი ცხვრის პატრონი ყოფილა. ქეიფი და დროსტარება ჰყვარებია. ისევე, როგორც ყველა მელექსეს.

ერთხელ ჩონქარა ცხვარში (ორ ფარაში) დატოვეს ამხანაგებმა, თვითონ კი ქორწილში წავიდნენ, ჩონქარამ ფარები ერთად შეურია (არ შეიძლებოდა!) და თვითონაც ქორწილში გაჩნდა. ვიდრე ამხანაგები ჩონქარას საყვედურს (უფრო მეტსაც) ეტყოდნენ, ჩონქარამ შამღერა:

გაუმარჯოს ჩონქარასა,
ერთად შეჰყრის ორ ფარასა.
გამაიხედეთ, ქალებო,
რარიგ ფარა მოჰქანავსა.
ნეტავ, სულ ჩონქარაისი ჰქნა,
გაუმარჯვოს კოპალამა.

ბატარა ხან გამოვიდა
ლაწან შასდგა ჩონქარასა.

ჩონქარას,რომელიც ღვინის მოყვარული იყო,ერთი ბებერი მკვდრის სახალარჯობოდ(ხალარჯობა -მკვდრისათვის განკუთვნილი ხარჯები)ღვინის ჩამოტანა დაავალეს.ჩონქარას გატანებული ფული შეუჭამია და ეს ლექსი გამოუთქვამს.

   აღარა ჩონქარაი ვარ
აღარა ჩონქარაი ვარ,
ნურა სიკეთე ჩემ მტერსა,
დავკარგენ ხალარჯობანი,
სხვა წელს ხომ მოვლენ აქ, ჩვენსა;
სხვა წელს მოვიტან ღვინოსა,
სხვა წელს დავმარხავ ბებერსა....
 


 

 

     ჩონქარა
ჩონქარაი ვარ ღვერათი,
შალიკაური ძირადა,
წამუალ თქვენს სოფელშია
თქვენი ქალების ჭირადა,
ავეკვრი გულის პირზედა
თეთრის სადაფის ღილადა!

     ჩონქარა
ქალო, გადმოხე ჩემთანა,
თიკნის წინმოსაფრიანო,
მალედავ დაგიყოლიებ,
ჩონქარას მეძახიანო.

ეს ლექსი ჩონქარაზეა (მთქმელი ხ.ქისტაური,
ჩამწერი გ.თურმანაული):

ნეტავი ჩხუბად გახადა
ნეტავი ჩხუბად გახადა,
გაუმარჯვა კოპალასა!
ცოტა ხანმ ჩამაიარა,
ჯღერან შასდგეს ჩონქარასა,
ორ კოკა წყალ მასდომნიყო
ცემ ცოლს ჩემ გონთ მოყვანასა.
...

ჩხუბი,მართლაც,მომხდარა.
"ჯღერან შასდგეს ჩონქარასა" -ნიშნავს "გაარტყეს."
"ჯღერანი" -გარტყმის ხმა.

 

 

    ჩონქარას ნათქვამი
მეზობლებ დამიკოხტავდნენ,
ბოჭკის ფიცარსა თლიანო,
მუაქვის ჩაის მასალა,
პური კი ყველას შიანო,
მოკლე პალტოებ ჩაუცვამთ,
ჩოხან კი აღარ სცვიანო!

 

 

   ჩონქაქრაის მათრახსა აქვ
ჩონქარაის მათრახსა აქვ
ცხრაკან შიბი დახვეული,
დედამიწას აკვნეტინებს
ჩონქარაის დაქნეული.
ბებუაის შვილმ ქვანი მკრნა,
გარაის შვილმ_სამხრეულნი,
სირცხვილით ვეღარას ვამბობ,
კბილები მაქვ ჩამტვრეული.
ბატარქალამ დაკეროდეს
ი ჩემ ჩოხა დახეული!

 

 

   ჩონქარას ჩოხა
მეტოქე:
მაგით მამწონხარ,ჩონქარავ,
ყვითელ ჩოხა გაქვ საცმელი.

ჩონქარა:
ეს არაფერი, გენაცვლე,
სხვა მაქვის გამოსაცვლელი

 

 

 

მომზადებულია ლიტერატურული ფორუმის "არმურის საფიხვნო"-ს მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია >>>