ფშავლები
გიორგი ელიზბარაშვილი
დაიბადა 1927 წელს დუშეთის რაიონის სოფ. შუაფხოში.
ლადო და მისი ქვისლები
ლადოს ქვისლები შეგროვდნენ,
უნდა წავიდნენ ხატშია,
იყიდეს შესაწივარი,
გასწიეს ბოჭორმაშია.
ერთ ქვისლი ლომოურია,
მეორე - ხიზანათია,
ჩემ მირონ არ გაიყოლეს,
ის არ მოუდით ჭკვაშია:
არ იზიარებს მათ აზრსა
თავისებური კაცია.
თოხლს ორ მეტრ თოკი შეაბეს,
ხანჯალ ასინჯეს ფხაშია,
მივიდნენ დათქმულ ადგილსა,
ერთურთს დაუდგნენ მხარშია.
მაღლა აღაპყრეს თვალები,
ფმერთსა შესთხოვეს ცაშია:
- სულ გამარჯვებით გვამყოფე,
სახლში და მგზავრობაში!
თან ჩაქაფულზე ფიქრობენ,
ნერწყვი მოადგათ ყბაშია,
თოხლი ხელიდან გაეშვათ,
შევარდა ჯაგიანშია.
- დამალობანას თამაშობს, -
ფიქრობენ თავის ჭკვაშია
დაისვენებს და მოვალის,
არ გვექნას მაგის დარდია!..
მაგრამ, რომ დაიგვიანა,
საათ გავიდა ნაღდია,
მერეღ შევიდნენ ტყეშია,
ხმაში შეეტყოთ ბრაზია.
თოხლო, გეყოფა ხუმრობა,
მოდი, მივდივართ სახლშია!
აღმა და დაღმა იარეს,
იხედებოდნენ ხრამშია,
მაგრამ ვერაფერ იპოვეს,
ვერ ჩამოუდგნენ კვალშია;
თან თავის თავზე ფიქრობენ-
ტვინ არა გვაქვის თავშია,
ლადო ხბოს ხორცს რომ გვაძლევდა,
უარ ვუთხარით რაშია?!
ის არსად გაგვექცეოდა,
ჩავდებდით ნაჭრის პარკშია...
რცხვენიათ – ხალხი გაიგებს,
როგორ გამოვლენ კარშია?
...ერთმანეთს ვერ უყურებენ,
ისე მოდიან გზაშია.
მომზადებულია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ვებ–გვერდის მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია
>>>