ფშავლები
იოსებ ტუქსიშვილი
(1890-1974)
დაიბადა 1890 წელს სოფ. კოჭბანში. მისი ლექსები და კაფიები შეტანილია ქართული ხალხური პოეზიის XII ტომში. გარდაიცვალა 1974 წელს. .
ტუქსიშვილი ვარ
ტუქსიშვილი ვარ, ფშაველი,
ბევრ კარგი სიტყვის მთქმელია,
რაც მე სამშობლო გავიცან,
ოთხმოცდახუთი წელია.
სიბერე წამამეწია,
სიტყვებიც გამამელია,
თვალებს დააკლდა სინათლე,
დამიახლოვდა ბნელია.
ლომს მორევია სიბერე,
ჩემი რა საკვირველია?!
მომზადებულია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ვებ–გვერდის მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია
>>>