ფშავლები

ხაჩით ჯაბანი

ჯაბანი თურმანაული სოფელ ხომში (ფშავში) ცხოვრობდა. ვაჟა-ფშაველას თანამედროვე იყო. ყოფილა განთქმული მოლექსე-მოკაფიავე.  

   ჯაბანის ციცა
ენაცვლოს თავის პატრონი
თავის თვალ ყვითელ ციცასა.
დავალის მეზობლებშია,
დამბალ ხაჭოსა ჰზიდავსა,
ხსნილ-მარხვა გამაგებინა,
ეგემც დამაყრის მიწასა!
დააბამს თავის პატრონი,
დააკაწრვინებს მიწასა.
ვინც მაგას წკეპლას დამიკრავს,
ეგ იყოს იმის მკვდრისადა.

 

    ჯაბანი - უძილაურებს
შაყრილნო, უძილაურნო,
ხომით გიბარებთ ჯაბანი,
როცა წახვიდეთ მაყართა,
მეშ შემოირტყით ლაფანი,
იმ დროს მიადგეს ლამფაი,
რო საქმეს იყო შამდგარი,
თირუზანაშვილს შემოხსნეს,
ოცდახუთიან ხანჯარი;
აავსეს ვერცხლეულითა
შარახევი და ჩარგალი.

 

 

   ხომლელი ჯაბანი აფშუელებს
საკომლო გამომიგზავნოს
დიდრონაისშვილს ებარა,
მე მოცემული მახსოვდა,
რას მედავება ნეტარა.
შავყაროთ უფროს კაცები
ვილაპარაკოთ ერთგანა;
რასაც წაართომს ჯაბანსა,
თემში გაიგებს ქვეყანა.

 

 


  შენ თუ ხარ გოგოლაური
შენ თუ ხარ გოგოლაური,
მელექსე ხაჩით ჯაბანი,
ცოტას პირხმელი ყოფილხარ,
სომხის ცხენივით გამხმარი.
ხომში სასახლე გაჰმართე,
ხომისძირ_დუქან-ბაზარი,
მიზდგებ-მოზდგები დახლჩია,
შავ ჩექმაებში ჩამდგარი,
შენს ცოლს ლელას კი დაჰქონან
სიცივის დამწვარ კაჩანი.
___________
კაჩა - კანჭი, წვივი.

 

 

 

  ღმერთმა გაცხონოს, ჯაბანო!
ხომის ძირს გატყდა კაკალი,
ხომშია კვდება ჯაბანი;
ღმერთმა გაცხონოს ,ჯაბანო,
შენ სიტყვა საით-სადარი

 

 

 

მოდი, გადმოხე, ჯაბანო
მეტოქე:
მოდი, გადმოხე, ჯაბანო,
ამ თავის დედიძმებთანა.

ჯაბანი:
აბა ,რაისად გადმოვხდე,
რა უნდა გითხრათ ნეტარა.

მეტოქე:
ქისტის ქალს კიდევ აწვენთა
ბალღიათ თინიბექთანა?

ჯაბანი:
ნეტაინ მამცა "სპიჩკაი",
თქვენთვი ცეცხლ შამამეყარა,
გადამეტუსა წვერ-პირი,

 

 

  

  ჯაბანი და შუშანათ ვაჟიკა
ადე, გადმოხე ჩემთანა,
შენ თუ ხარ ხომელ ჯაბანი,
შენაც ჩემფერი ყოფილხარ,
სომხის ცხენივით გამხდარი.
ცხვირი გქონია ჩემფერი,
დაქუახივით მაღალი.

ჯაბანი:
ვაჟიკავ შუშანათაო,
დაგიწვი უბის მასრანი,
სამი-ოთხპირად ცხვარი გყავ,
ხუთი-ექვს პირად ბატკანი,
თრიალეთს შენებს მწყემსებსა
ათასგან უნდა სანგალი.
დედა გყავ დასამარხავი,
არა გყავ სულის სახსარი

 

 

 

ბეჩავ კაცი ხარ,ჯაბანო!

მეტოქე:
ბეჩავ კაცი ხარ,ჯაბანო!
ვერას დაგაკლებს ყორანი.

ჯაბანი:
შენ ცხვარმ როდისღა გატეხა
ალმალოს ბოლოს ბორანი?

 

 

 

 

მომზადებულია ლიტერატურული ფორუმის "არმურის საფიხვნო"-ს მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია >>>