ფშავლები
წიწოთ კარატიელი
წიწოთ კარატიელი ვარ
წიწოთ კარატიელი ვარ,
ქალაქს მივალ დილიჯნითა,
გვერდით მოახლეები მყავ,
ხელპირს ვიბან თბილი წყლითა.
ქედში თუშებ არ მიშვებენ,
დამყვირიან დიდი ხმითა...
კარატიელი და ყრუვ გიორგი
გიორგი:
დამისხი,დამალევინე,
ბეჩავ კაცი ვარ,მადლია.
კარატიელი:
წინ გიდგა თვალასაბმელო,
მაგრამ სიყროლით გაკლია.
მოხველა-ა კარატიელო?
ნადირა:
მოხველა კარატიელო,
ბუკუკიშვილო ხმლიანო?
შენ ხმალ არ შამოგეხსნება,
მამით შვილამდე მტრიანო.
კარატიელი:
შენ რაღამ გაგაუჭკოა,
ბებერო კაცო,ჭკვიანო,
გაგთეთრებია ნიკაპი,
თვალნი კი წამოგთხრიანო...
მომზადებულია ლიტერატურული ფორუმის "არმურის საფიხვნო"-ს მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია
>>>