ფშავლები

 

მოსე მახაური

მოსე მახაურის კაფიები გამოირჩევა მოსწრებული თქმით, აზრის სისხარტით და იუმორის სიმახვილით. მისი მეტოქეები იყვნენ: ჭრელა უძილაური,ვახტანდ თვარელაშვილი,გიორგი ელიზბარაშვილი,დავით ბექაური,პავლე ლომნიაშვილი.იგი მოესწრო და კარგად იცნობდა შეთე ხახონიშვილს, დავით თურმანაულს(მბღავან დავითს),ხევსურა თათარაშვილს, ლექსო მუშტაშვილს".

 

   მოსემ თქვა ძუგარათამა:
შამამეყარა გულია,
დავდივარ დაღონებული,
ბუნების დაჩაგრულია,.
გომეწრელთ საწყობ მარგუნეს:
"შენთვის კარგ სამსახურია;
უდანაკლისოდ მოგვეცი
ერბო,ყველი და პურია.
თავისა არა გეგონოს,
"კოლხოზის" ჭირნახულია!"
ბრძენკაცებს,ჭკუასაკითხთა,
კარგად დავუგდე ყურია,
მარჯვენაც საღად ვაშრომე,
არც გავიმრუდე სულია.
მე ოც წელიწადს ეს საქმე
პირნათლად შევასრულია.
ზოგჯერ ლექსშიაც კარგი ვარ,
სტვირივით დაქანჩულია!

 

 


              * * *
ვახტანგი თვარელაშვილი:
დაგაბორძიკებ,მოსეო,
ეხლა აღარ გაქვ ფერია.

მოსე:
მოსეს ვერაფერს დააკლებ,
სოლომონივით ბრძენია.

 

           მამა-შვილი
(მოსე და ტრისტან მახაურები)


მოსე:
ხევსურეთისკე წამუე,
სინათლე ჩადგა გულშია...

ტრისტანი:
მაშინ მიყვარხარ,მოხუცო,
როცა ხარ გადაკრულშია.

 

მოსე და შაქრო ქავთარაძე

შაქრო:
ცეტი ჰყოფილხარ,მოსიავ,
ენა რო მაიგრძელია.
ბაგაზე უნდა დაგაბა,
მაგარ გავგრიხო წნელია.

მოსე:
ნეტარ რა დედამ გაგზარდა
მწარე სიტყვების მთქმელია?
კაცო,ი ბაგაც სადა გაქვთ
უვარგის-გასათლელია,
დეკეულებიც გექნებათ
ჩემ გვერდით დასაბმელია

 

 

სახლის მშენებლობა
დავით გოგოჭური:
რად აშენებ,ჩემო მოსე,
მაგ შენსავით დაბალასა?

მოსე მახაური:
იმითა,რომ,ძმაო დავით,
ვერ შავწვდები მაღალასა.

 

სიძე-სიმამრი

სიკო თადიაური:
მამაჩემისგან რა გინდა,
ორ-სამჯერ უთხარ შანდობა.

მოსე მახაური:
იმითა,მოსე გენაცვლოს,
წეღან არ მითხარ მადლობა.

 

მოსე და უცნობი მთიული
მთიული:
მოსევ,ლუდ დამალეინე,
თორო ეგ დამჟავდებაო.

მოსე:
ნუ გეშინია,მთიულო,
მე ლუდ არ წამიხდებაო;
სამახაუროდ გახდება,
მოსესად გამოდგებაო.

 

  

  შვილს – ტრისტან მახაურს
რა მაგრა ულექსებიხარ
რჩეულიშვილსა გოგასა!..
შენთვია შაფერებული,
ვენაცვლე მაგის მოთქმასა.
კარგსა სიკეთით პატივს სცემს,
გაამათრახებს ოჩანსა.
რაც გინდა დიდ ჭიქა შაგხვდეს,
თან გადაჰყვები მოცლასა.
მაშინის ყველა შაგაქებს,
თუ დასჯერდები ცოტასა.

 

  

 

 

მომზადებულია ლიტერატურული ფორუმის "არმურის საფიხვნო"-ს მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია >>>