ფშავლები
ლუკა მთიბელაშვილი
მიყვარხარ ჩემო სამშობლოვ,
ადგილო მთაგორიანო ,
თვალუწვდენელო ჭალებო,
მთების კალთებო ტყიანო .
მთებო, ყოველთვის მდუმარნო,
ჭიუხნო ნადირიანნო,
ჯიხვების კვალზე მავალო,
ვაჟო ფეხწრიაპიანო,
როდისა ჰნახე ტივლები,
სიათა გაახმიანო ?
კლდის ძირში ცეცხლი დაანთო ,
შამფურებ დაატრიალო.
შენაც მიყვარხარ, ლოპოტავ,
მთების ანკარაწყლიანო ,
ხან ამღვრეულო, მყვირალო,
ხან დროს წყნარო და ჭკვიანო,
ფრთხილად იარე, ძმობილო,
არაფრით დაგვაზიანო.
ჩემო ლამაზო სოფელო,
სამოთხევ ყვავილიანო ,
დედის რძესავით ტკბილო და
დედის მკერდივით რძიანო,
წყლითა, ტყითა და მიწითა
ყველაფრით ბარაქიანო,
ფშავლების დედაქალაქო
ლაფანყურს გეძახიანო
* * *
ლუკამა თქვა - "მაისმინეთ
ყველამ ჩემი თათბირობა:
ყროლის ცოლის წურთვნა დავწვი,
ბოზი ქალის ქმარ-შვილობა.
ქურდი კაცის მეზობლობა,
აფერისტის ხმა-ტკბილობა.
სულელ კაცთან მეგობრობა
ნუ გგონიათ ადვილობა.
ლოთი კაცის პურმარილი
იმის სამხარ-სადილობა,
კოჭლი კაცის თამაშობა,
ბრუციანის ნადირობა.
ლუბი ქალის წლიკვნი დავწვი,
დაბალ კაცის გაზრდილობა.
* * *
ნაყეურთ იოსებმა
თქვა:
"ჩემ მტერს ჩემ გადანაყარი,
ბევრი რამ მამგონდება
ზოგი ძველ ზოგი ახალი,
მაგრამ რაც თვითონ გადამხდა,
არა გამიგავ ამგვარი.
ციფერთ გოგიას უშველე,
იქ ვიყავ მთელი ზამთარი,
ულესე სახლის კედლები,
გაულამაზე სახლ-კარი.
მოვრჩი და ფულიც ავიღე
ჩემ ნაშრომ-ნაამაგარი,
თან მაღარიჩიც დავლიეთ
"სტაქანს" მიურტყით "სტაქანი",
გულუხვად იყო "სტოლზედა"
მოხარშული და შამწვარი.
სულყველა მოვიხსენიეთ
წასულნი_ ბებო-პაპანი,
დავლოცეთ ჩვენი სამშობლო ,
ჩვენი ლამაზი მთა-ბარი.
მერე ავდექ და წამოელ,
მამაპაპურად გამძღარი,
ის აღარ მახსოვს, სად წაველ,
არც ვინ სხვა არის შამსწრალი.
შინ მიველ თენებისასა
სულმთლად ღირღიტა გამძვრალი.
ცალ ფეხზე ტუფლ აღარ მეცვა,
არც ტანზე მეცვა შარვალი.
ხუთას მანეთი ფულისა
ხუთ კაპიკ აღარცად არი.
მაშინ კი ვერა გავიგე,
უზომოდ ვიყავ გამძღარი.
მეორე დილას რომ მითხრეს,
დამაწყებინა კანკალი,
რად საით იქავ დავები,
ჯორივით ოთხზე დამდგარი.
გეეძვრა სუყველაფერი,
ხალათ-პერანგი-საცვალი,
გამეეგრიხნეს ქისურნი,
მაგრა შაეკრა ბაწარი,
ან რაზე გამამთოფავდა
ის ჩემის ცოდვით დამწვარი.
ჩემ მტერიმც არის სოფელში
სალაპარაკოდ გამხდარი,
გარეთ ხალხისა მრცხვენია,
ვინც იცის ჩემი ამბავი.
შინ ცოლი აღარ მასვენებს,
მიღრინავს როგორც აფთარი -
ქალთან სადღაცა ჰყოფილხარ,
საბუღრანაოდ შამძვრალი.
მაშ რაზედ გეცვა ფეხზედა
ქალის "კალოში" ნახმარი?
სად მაჰხელავდი სხვაკანა,
გზაში "კალოშებ" სად არი?
შენ უარესის ღირსი ხარ,
მაგნაირ გზაზე დამდგარი.
-ჭკვიანად იყავ, დიაცო ,
რადა ხარ ეგრე გამწყრალი,
მა რაში გამოვიყენო,
იმაად არი სახმარი ?
-მე იმას ვამბობ, ჭკვათხელო,
სხვაკან რად იცი წანწალი,
რაღა სხვათ ეღლეტინები,
მეც ხო მაქ ბაითალმანი?
არც კი შენა ხარ იოსკა,
მამა აბრამის ბატკანი,
ხვარ დაგავიწყდა ერთხელა,
ბრუჩო გასძარცვე საწყალი,
მაგრამ გაგიგეს მალევა,
მალედავ დაგცეს თავზარი,
მეორე დღესავ წაგართვეს
წინა დღის ნაყაჩაღარი.
ორ-სამჯერ მითხარ, მალექსე,
შენ დავალებაც მზად არი.
* * *
ყველაზე კარგი ძმობილი
რეზო მყავ ხიმიკაური,
წავიდა ყარაულადა-
გერნის ქარხანას მაული.
მაგრამ წესრიგის დამცველმა
დაუშვა დანაშაული,
გადაჰკრა ორ-სამ არაყი,
წეს დააყენა ფშაური.
გერნის შასავალ კარებში
ატეხა აურ-ზაური,
ხალხისგან გამწარებულმა
ავტობუსსა ჰკრა თაური,
რკინას რას გამარჩებოდა,
თავ დარჩა გადატყაული.
ჯოკერისტები
ვინ მაიგონა ჯოკერი, ე მამაძაღლის ოხერი,
არ ითამაშებს მაგასა, ვინც არის ჭკვაზე მყოფელი,
რაც ამის თამაშ დაიწყეს, შააჩოჩქოლეს სოფელი,
ერთხელ უყურე, ჩხუბობდნენ კინაღ'მ ერთმანეთ წახელეს.
ზოგნი იძახდნენ "წამგლიჯეს", ზოგნი იძახდნენ "შამტენეს".
მერე აიღეს რვეული, სულ სათითაოდ დაწერეს,
იჩხუბეს, ინერვიულეს, ბევრი აიღეს-დაიღეს,
ვინ მტყუან იყო ვინ არა მაინც ვერაფერ გაიგეს,
ზოგ'მ გეგმაც ვერ შაასრულა, ზოგთა პრემიაც აიღეს.
ბოლოს, რო იანგარიშეს, ჯამიც მაშინვე შაქუჩდა,
აიქ კი ყველამ გაიგეს, ვინ უფრო ბევრჯერ "გაფუჭდა."
კაცმა უნდა სთქვას სიმართლე, თამაში მეც კი მეწადა,
მაგრამ ეს წყეულ "შატენვა" მაშინებს მეტის-მეტადა,
ვინაც კი ამას თამაშობს ერთ არ დარჩება ბერწადა!
მომზადებულია ლიტერატურული ფორუმის "არმურის საფიხვნო"-ს მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია
>>>