ფშავლები

 

ფარხა - გაბრიელ გარაშვილი

 გაბრიელ გარაშვილი დაიბადა 1929 წელს.
ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანოში

გარაშვილები თურმანაულები ყოფილან წარმოშობით- გარა თურმანაულის შთამომავლები. ფარხა ფშაურად ჩამოგლეჯილ-ჩამოფლეთილს ნიშნავს.
 
ფარხას ლექსები დაბეჭდილია ფოლკლორის სახელმწოფო ცენტრის მიერ გამოცემულ კრებულში.

 

 

 

 

 

                 * * *
წავიდნენ წლები თუ წავლენ,
ფეხებზე არა მკიდაო,
ამ წუთისოფლის ცოდვა-მადლს
მაშ როდემდინა ზიდავო.
მარტუღელში ვარ შამბული,
როგორაც ხარი შვინდაო,
მათრიე, ცრუო სოფელო,
შენს ხოშზე, როგორც გინდაო.
ბრალ იმას, სიმდიდრისადა
ა ვინაც დაიყმინდაო,
მდიდარმ ვინც წუწუნს უმატა,
ცხელ ცრემლიც ჩაიწმინდაო,
ამყაყებული სულ-გული
ვერად ვერ გაიწმინდაო,
ვისაც სუ დავიწყებია
ხატ-ღმერთი, ყველაწმინდაო,
დარდით გაფშლიკა ფეხები,
გმინდა, გმინდა და გმინდაო,
ავაჰმე, ჩემო სიმდიდრევ, -
ერთხელღა ამოგმინდაო,
ხორცნი მიწაში ჩაალპნო,
ვერც სულით განიწმინდაო.

 

 

                * * *
ფარხას სიბერე რას უზამს,
ვერცრას დარდი და ვარამი,
არცრა ქონება ჰქონია
და არც უჭამავ არამი.
ვისაც შაჰხვდება ბეჩავი,
უნდა დაასწვრას სალამი,
იმის ქონება-ცხოვრებას
შაადგენს მელან-კალამი.

 

 

                * * *
დღეში ერთხელ სჭამს ფარხაი,
მადლობელია კუჭისა,
მეტს არ კითხულობს პატრონსა,
იცის,რარიგად უჭირსა.
კარგა მიუხვდა ბეჩავი
ე ჩემ ცხოვრებას დუხჭირსა,
აი დუშმანსამც აბავის,
კუჭ ხასიათით ურჩისა,
ის კაცის არი შამჭმელი,
თავში მცემელი გურჩისა,
ის საჩინოს რო ჩასანსლავს,
მემრ მაიკითხავს უჩინსა.

 

 

                 * * *
მთებო,დამარხეთ ფარხაი,
კლდევ,ზედ დასწოდი,ტიალო,
ერთს ნატეხს ვერ გაიმეტებს
შენი გულ-მკერდი ფრიალო?
თუ გინდა ბეჩავს შენს შვილსა
მკვდარ გულ რო აუდგრიალო,
არ დამიტირებთ ბეჩავსა,
ივრის ჩანჩქერნო ხმიანნო?
ან მაკასტახის მაღალო,
ქუჩის ბალახით თმიანო,
ისართღელეის სერებო,
ბრჭყვიალა ქვიშა-ქვიანო,
ბარით გეძახისთ თქვენ შვილი,
ეხლა ფარხა რო ჰქვიამო.

 

 

                * * *
წავიდნენ წლები თუ წავლენ,
ფეხებზე არა მკიდაო,
ამ წუთისოფლის ცოდვა-მადლს
მაშ როდემდინა ზიდავო.
მარტუღელში ვარ შამბული,
როგორაც ხარი შვინდაო,
მათრიე, ცრუო სოფელო,
შენს ხოშზე, როგორც გინდაო.
ბრალ იმას, სიმდიდრისადა
ა ვინაც დაიყმინდაო,
მდიდარმ ვინც წუწუნს უმატა,
ცხელ ცრემლიც ჩაიწმინდაო,
ამყაყებული სულ-გული
ვერად ვერ გაიწმინდაო,
ვისაც სუ დავიწყებია
ხატ-ღმერთი, ყველაწმინდაო,
დარდით გაფშლიკა ფეხები,
გმინდა, გმინდა და გმინდაო,
ავაჰმე, ჩემო სიმდიდრევ, -
ერთხელღა ამოგმინდაო,
ხორცნი მიწაში ჩაალპნო,
ვერც სულით განიწმინდაო.

 

 

          * * *
კუნელაის ჯაგ მეწია
აე სალოკა თითშია,
ისე ვარ განარებული,
ა-ს მძლივღა ვარჩევ ი-შია.
კირცხილაის ქვეშ ჩამოვჯე,
მაგას ვენაცვლე ძირშია,
გავხედენ მაჩვთა ხევასა,
გახვეულია ნისლშია.
მე არც ესეთა დღე მიშლის,
უფროც მამდიან ჟინჟღლშია,
განბანილ კი მაქვ ბეჩავსა
ბეჭები ოფლის ხვირთქლშია.
შმოიჭუჭკავ ფარზოტთა,
არ მაქვ სიცივის შიშია,
გვერდს მიდგა ჩემი ხეობა,
ჩემდ სალოცავი ნიშია.
ზამთარშიც იქავ მაუალ,
თოვნაშია და ქირსლშია,
სანამდე დავიბღამბღლები,
მანამ სული მჩრავ პირშია.
სუ მთა-ტყენ მესიზმრებიან
ბეჩავს ბეჩაურს ძილშია,
ეგენ გასთხრიან ჩემს საფლავს,
დამიტირებენ ჭირშია,
ფოთოლთ ჩამამაყოლებენ
ჩემის სამარის თხრილშია...
ჩემს ნაწერ-ნუწერთ დასხამენ
ადგილას დასატირშია.
...
ფარზოტი_ჩამოძენძილი,დანაგაბრებული.

 

 

                * * *
ვეღარც თოფს ხმარობს ვაჟიკა,
ვეღარც დაძალა ბარია,
წინავ ვაჟიკას ერთადა
მაჰქონდა მთა და ბარია.
ეხლა კი მაუვლელ დარჩა
თავისი ეზო-კარია,
რარიგად მალევ დაუდგა
მუხლჩი ჩამდგარი ქარია.
დაცოცავს გადაღრწეული,
ერთ დროს მთელ სოფლის დარია,
ხელ-მხარ აისრე დაიკიდავ,
როგორც ძონძი და მჩვარია.
აღარც ვინ ცოცხალჩია სთვლის,
სუყველაისთვი მკვდარია,
სიბერემაც და ხალხმაცა
ორივემ ხელი დარია.
ჰა...დედას ვეღარ გაჰკივლებს
მთაში ბებერი ხარია?



              * * *
ტყეში შაირგო ფარხაი
ქაფოთარაი ცულითა,
ჯაგ-კირცხილეებს ეძგერა
გაფრანგებულის გულითა.
რად გაბოდაგრდა,ნეტარა,
კი გადადგაა რჯულითა?
რამ გააავა ეგრეოდ
ხორცით,გულით და სულითა,
იმით რო ვერრას აგონებს
ხალხსა ტკბილ სიტყვით ძმურითა.
დაუავადდა სულ-გული
განუკურნავის წყლულითა,
ლკდესა ჰკმეჭს,იმასაცა ჰღეჭს,
არაფერს ისმენს ყურითა,
გულზედ დაუშვებს მწარე ბოლს
გამობერილის ქურითა.

 

 

         ქორაფი
რარიგად მიყვარს,ქორაფო,
შენი ტოტები ხშირია,
მარტო ერთსა გთხოვ, შე ყინჩო,
როს მოვკვდე,დამიტირია.
ცივს გულზე დამაბნიოდე
შენი ცრემლები თბილია,
შენავ დამსუდრე-დამმრხე
შენი ბუნების შვილია.
იქ გამიჭროდე სამარე,
სადაც რბის წყარო ცივია,
აემანდ-ემანდ,შორს არა,
საცა შენ ფესვი-დ ძირია,
თქვენთან მინდარის,რო მქონდეს
ბეჩავს სამუდმო ძილია,
გულ-მკერდზე წამაფაროდე
კირძა, შუპყაის ღივია.

 

 

            მღილი
მღილი ვარ ამა ქვეყნისა,
ერთი უბრალო ჭიაი,
მაგრამ მთელს საწყალთ დაიტევს
ჩემ ბეჩავ გული ღიაი.
საწყალთა-დ დაჩაგრულთადა
შიგ ყოვის ვარდი,იაი, 
შიგ მისხედს ლამაზ მთებიცა,
იმათ ქუჩ,დეკა,ღვიაი.
ნაკეჭნი უკლოთ ხელითა
თიქონის არყის ხიაი,
ნიავის ფრთებზე მწოლარე,
ჩემი ლამაზი ნიაი,
გულში მაქვ ამაუშლელად
იმის თვალ-წამწამთ სიაი,
ყელ-ყურზე ლამაზ კულულნი, 
ყელზედა თმების ხვიაი,
სილაღე ჩემის გულისა,
ჩემი მთვარე და მზიაი. 

 

 

          ზ ნ ე
მე რა ვქნა,ერთი ზნე მაქვის:
ხანდხან გადაკვრა მწადისა,
ვენაცვლე ვაშლის არაყსა,
რარიგ გემოზედ ჩადისა.
გულს სუ დგარა-დგურ გაუდის,
გულ-მკერდი ადი-ჩადისა,
აი,ეს არის ჩემთვინა
გამქარვებელი დარდისა.
ხმელა პურაის ჭამისად
კარგად გამხსნელი მადისა,
მაშ ნუღარ საკვირველაობთ,
ჩემ ფერ რამთვენი დადისა.
ზოგ აიმითა ცხონდების,
სულით ზეცამდე ადისა,
მადლობელი ვარ სიმთვრალის
ჩემ ფერთად დანაბადისა.

 

 

მომზადებულია ლიტერატურული ფორუმის "არმურის საფიხვნო"-ს მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია >>>