ფშავლები

სერა (სერაპიონ) რუსულაშვილი

სერა (სერაპიონ) რუსულაშვილი ცხოვრობს თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში.

 

                   * * *
მდიდრდება ჯალანდრიშვილი,
ფულებ გადმაჰყრის "სოჩიკი"
ვახშმად ხაჭაპურ ექნება,
დილას ჩაიზე პონჩიკი.
ლიკას "იუბკა' უყიდა
გიორგის ჯინსის შორტიკი
ეთოს, რო არ დაესიცხოს
დილას მიართო "ზონტიკი"
სიმამარს უყიდა ხალათი,
სიდედრს რეზინის "ბოტიკი,"
მაღალქუსლიან არ ვარგა-
მუხლებში იცის ბორძიკი,
გამაუგზავნე ბიძასა,
ეგ არი ქუსლის "პლოტნიკი,"
ეგება გამაუსწორდეს
მარცხენა "პავაროტნიკი"

ჯალანდრიშვილის პასუხი სერას

უპატრონო ვარ. ობოლი,
როგორც ნოსორნის ძერაო,
ერთ კაც შავთხოვე ბიძობა,
დამპირდა, შაიფერაო.
ნეტა, ჭიჩოელ კაც ვიყო,
რო წესი დამეყენაო,
იმ ბიძის ძმისწულობასა,
ვერ დამასწრებდა სერაო...

 

 

     სერა თავისთავს

რუსულაშვილო სერაო,
დავწვი შენ ბედისწერაო,
ლექსების წერა შეგეძლო,
ლექსებსაც ვეღარ სწერაო,
ერთ ქალ გიყვარდა შირაქში,
ისიც სხვამ დაგიწერაო.

 

 

 

მომზადებულია ლიტერატურული ფორუმის "არმურის საფიხვნო"-ს მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია >>>