ფშავლები
შეთე ხახონიშვილი
შეთე - არის ბერიძე ხახონიშვილის თიკუნი.
შეთემ თქვა ხახონიშვილმა
შეთემ თქვა ხახონიშვილმა,
ლექსი მაქვ გასავრცელები;
ახადს შამოვლა მინდოდა,
იქა მაქვ მოსახსენები.
დაზრდილან ჯეილ ბიჭები,
ვეღარ ვარგიან ძველები,
თითო არშინებ ქოჩრები,
სუ დაუპარსავ წვერები.
ჭიპჭონაის ქალს ვეუბენ,
მაგათ ნუ გეეთელები,
თუ მაგათ გვერდში დაუწევ,
მუცელში გაიბერები.
ეხლა კი დედა უტირე,
ხო დაუსეტყვა ქერები,
კახეთს იარონ პურობა,
გრიხონ საპალნის წნელები!
მომზადებულია ლიტერატურული ფორუმის "არმურის საფიხვნო"-ს მიხედვით.
დამატებითი ინფორმაცია
>>>