რედაქციისაგან
ამ საიტის შექმნა მრავალმა ფაქტორმა გვიკარნახა. პირველ რიგში, საქართველოს ამ ულამაზეს, ისტორიულ კუთხეს დღეისათის მედიის თანამედროვე საშუალებებით პოპულარიზაცია ესაჭიროება. მეორეს მხრივ, ინტერნეტი სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება საზოგადოების ფართო წრეებისათვის. მრავალი ადამიანი ინფორმაციის მიღებას ინტერნეტით უფრო ახერხებს, ვიდრე სხვა ალტერნატიული საშუალებებით, როგორიცაა წიგნი, პრესა, ტელევიზია, რადიო და სხვა.
თუ გადავავლებთ თვალს სხვადასვა საიტებს და ინტერნეტ ფორუმებს, ვნახავთ რომ არც თუ ცოტა ადამიანი (ფშაველი და არაფშაველი) წერს ფშავის შესახებ ზოგჯერ სწორად, ზოგჯერ არასწორად, ზოგჯერ კი - საერთოდ მიუღებლად.
გვინდა ეს საიტი მხოლოდ ამ კუთხის შვიელებისათვის კი არ შეიქმნას, არამედ ყველასთვის – საქართველოს სხვა კუთხის შვილებისათვის, არაქართველებისათვის, უცხოელებისათვის.
არ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენი მცდელობა – შევქმნათ რაც შეიძლება ინფორმაციული და ობიექტური ვებ გვერდი, ერთბაშად მიიღწევა.
ჩვენ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შევეცდებით ამ მიზნისკერ მთელი შემართებით ვიაროთ. თუ იქნება საზოგადოების ფართო მხარდაჭერა, კიდევ უფრო სწრაფად მივაღწევთ დაგემიილ მიზანს.
საიტის რედაქცია მადლობას უცხადებს ყველას, ვინს კი რაიმე სახით შეიტანს წვლილს წინამდებარე ვებ გვერდის სრულყოფაში.
ჩვენ შევეცდებით ყველა მათგანის წვლილი სათანადოს დავაფასოთ. რედაქცია მადლობას უცხადებს გიორგი კოკოშაშვილს, მალხაზ რაზმაძესა და ნატა თუმანიშვილს ფოტოების მოწოდებისათვის.
შემოგვიერთდით, შეიტანეთ თქვენი წვლილი ფშავის ხეობის პოპულარიზაციაში.
მოგვაწოდეთ ნებისმიერი ინფორმაცია ფშავის შესახებ, მოგვაწოდეთ ნებისმიერი იდეა და წინადადება, თუ როგორ განვავითაროთ ეს საიტი.
e.elizbarashvili@gmail.com