სიახლეები და მოვლენები

18-07-2010

ფორუმი ჩაირთო

დღეს www.pshavi.ge საიტი ერთი წლის გახდა!!!

ამ დღესთან დაკავშირებით ჩაირთო ფორუმი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საიტმა თავისი თავი გაამრათლა. ერთი წლის განმავლობაში საიტზე ნანახი იქნა 28,980 გვერდი, ხოლო საშუალოდ საიტს სტუმრომდა 35-50–მდე ვიზიტორი.

მიუხედავად ამასა, რედაქცია თვლის, რომ საიტი ჯერ–კიდევ დასახვეწია. დასამატებელია მრავალი ინფორმაცია.

ვიმედოვნებთ, რომ ფორუმზე აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ფშავლები და არა მარტო ფშავლები – ყველა, ვინს ამ კუთხეს იცნობს და აფასებს მის სილამაზეს, ორიგინალურობას ...

ფორუმზე ამჟამად სამი აქტიური თემაა გახსნილი: ფშავი დღეს, კაფია და ტურიზმი.

მონაწილეთა სურვილის მიხედვით გაიხსნება ნებისმიერი თემა, რომელიც ამ საიტის განვითარების კონცეფციაში თავსდება. რედაქცია დაინტერესებულია, რომ ფორუმი იყოს მხოლოდ საქმიანი ან შემოქმედებითი დისპუტის არენა. ამიტომ რედაქცია თავს უფლებამოსილად თვლის, არ გამოაქვეყნოს სხვა სახის პოსტები.


ხვალ, 19 ივლისს ლაშარობაა! წყალობელიმც იყოს დიდი ლაშარის ჯვარი ფშაველთა და ყოველთა ქართველთა!!!





  მთავარ გვერდზე დაბრუნება              სიახლეებში დაბრუნება