13-07-2011

ლიტერატურული კონკურსი "ხვარამზე 2011"

ა/ს კავშირი "ფშავის აღორძინება და განვითარება" და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აწყობენ ფოლკლორის ზეიმს და სახალხო დღესასწაულს "ხვარამზეობა".

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ლიტერატურული კონკურსი პოეტი ქალებისათვის ხვარამზეს სახელობის პრემიის მოსაპოვებლად.

კონკურსის გამარჯვებულთათვის დაწესებულია სამი პრემია “ხვარამზე”

I პრემია - 500 ლარი

II პრემია 300 ლარი

III პრემია 150 ლარი

ჟიურის და საზოგადოების ჯგუფების მიერ შერჩეული ლექსების ავტორებისათვის ასევე გათვალისწინებულია წამახალისებელი პრიზები.

საკონკურსოდ ნაწარმოებები მიიღება 2011 წლის 11 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით. გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება თიანეთის რ-ნის სოფ. არტანში 2011 წლის 20-21 აგვისტოს “ხვარამზეობის” დღესასწაულზე.

კონკურსის წესები და პირობები

კონკურსში მონაწილეობისათვის დაიშვებიან პოეტი ქალები;

საკონკურსოდ მიიღება ავტორის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი სამი ლექსი, რომლებიც რაიმე ფორმით არ ყოფილა გამოქვეყნებული (ინტერნეტსივრცეში განთავსებული, ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წაკითხული);

კონკურსში მონაწილეობისათვის ავტორებმა უნდა წარმოადგინონ ორი დახურული კონვერტი მათთვის სასურველი დევიზით.

  • პირველ კონვერტში მოთავსებული უნდა იყოს საკონკურსო ნაწარმოებები - ცალ-ცალკე თაბახის ფურცელზე ამობეჭდილი სამი ლექსი და ამ კონვერტზე მიეთითება “კონკურსი – ხვარამზეობა 2011”
  • მეორე კონვერტში მოთავსებული იქნება ინფორმაცია ავტორის შესახებ (გვარი, სახელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და საკონკურსო ნაწარმოებების ჩამონათვალი) ეს კონვერტი იქნება მითითების გარეშე. ავტორის გვარ-სახელის დაწერა კონვერტზე აკრძალულია.

ნაწარმოებების წარმომდგენები მიიღებენ სარეგისტრაციო ნომერს, რომელიც იმავდროულად მიენიჭება ნაწამოებებს და წაეწერება მათ მიერ წარმოდგენილ კონვერტებს.

ნაწარმოებების წარმოდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ კონვერტებს ნაწარმოებებით მიიღებენ ჟიურის წევრები, ხოლო კონვერტები ავტორების შესახებ ინფორმაციით დარჩება საორგანიზაციო კომიტეტში.

ნაწარმოებებს 10 ქულიანი შეფასების სისტემით შეარჩევს ჟიური 5 წევრის შემადგენლობით.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. Pპირველი ეტაპის შემდეგ შეირჩევა 15 ყველაზე მაღალქულიანი ნაწარმოები.

კონკურსის მეორე ეტაპზე 15 ყველაზე რეიტინგული ნაწარმოებიდან ჟიური შეარჩევს სამ გამარჯვებულს.

ნებისმიერ საპრიზო ადგილზე ორი ან მეტი თანაბარქულიანი კანდიდატის აღმოჩენის შემთხვევაში ჟიური მოაწობს კენჭისყრას უმჯობესის გამოსავლენად.

კონკურსის ორივე ეტაპზე მონაწილე ავტორების ვინაობა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგაც დარჩება უცნობი ჟიურის წევრებისა და კონკურსის ორგანიზატორებისათვის.

15 ყველაზე მაღალქულიანი ნაწარმოებების ავტორები მიწვეულ იქნებიან თიანეთის რ-ნის სოფ. არტანში “ხვარამზეობაზე”.

კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება და გამარჯვებულთა დაჯილდოება მოეწყობა კონკურსის მესამე ეტაპზე, 21 აგვისტოს, “ხვარამზეობის” დღესასწაულზე.

კონკურსში შერჩეული 15 ყველაზე მაღალქულიანი ლექსი დაიბეჭდება ალმანახში “პირიმზე”

საკონკურსო მასალა 3 გამოუქვეყნებლი ლექსი და თანდართული (მეორე კონვერტში) ინფორმაცია ავტორების შესახებ უნდა გამოაგზავნოთ (მოიტანოთ) მისამართზე თბილისი, გამსახურდიას გამზ. № 31, ლიტ. კაფე, ბიბლიოთეკა №33.

საკონტაქტო ტელეფონები მარიამ ხუცურაული - მობ.593 903940

ნინო ჩეკურიშვილი - მობ. 597 762244, ტელ.2370774





  მთავარ გვერდზე დაბრუნება              უკან დაბრუნება

  

ვებ დიზაინი: ე.ელიზბარაშვილი, მ. ელიზბარაშვილი – elizbarashvili@gtu.ge

ვიზიტები

wordpress visitor counter
      სტატისტიკა