სიახლეები და მოვლენები
11-05-2012
ფშაური ლექსის წარსული და აწმყო
2012 წლის 20 მაისს 18.00 საათზე თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართება ჭეშარიტად ლექსის ზეიმი – წარმოდგენილი იქნება ფშაური ლექსის წარსული და აწმყო.
საღამოში მონაწილეობენ ფშავიდან და ფშავლებით დასახლებული ყველა რეგიონიდან ჩამოსული სახალხო მთქმელები, ფოლკლორული კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები.:
ანსამბლი “ლაშარი”,
დები ნაყეურების ტრიო,
თელავის კულტურის სასახლის მოცეკავავე ანსამბლი “მართვე”
ზურიკო მამუკელაშვილი;
ავტორ-შემსრულებელი სოსო პატარაშვილი,
ხალხურ საკარავებზე შემსრულებლები გვანცა ციგორშვილი და ერეკლე ჯიმშიტაშვილი და სხვანი.
სცენაზე ექსპრომტად შესრულდება განთქმული ფშაური კაფიობა ფშაველ მოკაფიეთა მონაწილეობით.
ამ დღეს სასახლის ფოიეში გაიმართება ძალიან საინტერესო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები ხელნაკეთი ნივთების სახით – თინათინ ნაყეურის ტრადიციული და სტილიზებული სამოსი და აქსესუარები, ნანი ხიზანაშვილის მხატვრულად დამუშავებული თექისა და ნატურალური მატყლის ნაწარმი, ხალიჩები და გობელენები.
მთავარ გვერდზე დაბრუნება სიახლეებში დაბრუნება